როგორც მოსალოდნელი იყო, აშშ-ს ფედერალურმა საავიაციო ადმინისტრაციამ (FAA) გერმანული ავიაკომპანია Lufthansa 6 მლნ 428 ათასი დოლარით დააჯარიმა. 

“FAA ავიაკომპანია Deutsche Lufthansa AG-ზე აწესებს ადმინისტრაციულ ჯარიმას 6 მლნ 428 ათასი დოლარით ოდენობით”, აღნიშნულია აშშ-ს ფედერალური საავიაციო ადმინისტრაციის განცხადებაში. 

ჯარიმის მიზეზი კი ავიაკომპანიის მიერ FAA-ს ნებართვის გარეშე სან-დიეგოსა და ფილადელფიის აეროპორტებიდან 900-მდე განხორციელებული რეისია.  
2018 წლის 22 მარტიდან 2019 წლის 27 მაისამდე პერიოდში Lufthansa-მ ფრანკფურტსა-სან-დიეგოს შორის 600-მდე რეისი განახორციელა, ხოლო 2018 წლის 28 ოქტრომბრიდან 2019 წლის 10 აპრილამდე პერიოდში ფრანკფურტიდან ფილადელფიის მიმართულებით კი 292 ავიარეისი.

FAA​-ში განმარტავენ, რომ Lufthansa-ს 30 დღე აქვს იმისათვის, რომ FAA-ს ოფიციალურად უპასუხოს