აღმოაჩინე საქართველო m&i-ისთან ერთად. საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ  მასშტაბური საერთაშორისო ფორუმს უმასპინძლა.  ფორუმის ფარგლებში საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლებმა ქართველ კოლეგებთან B2B-ის ფარგლებში შეხვედრები გამართეს და მომავალი თანამშრომლობის შესახებ შეთანხმდნენ. უცხოური კომპანიები საქართველოში მსხვილი ღონისძიებების ჩატარებას გეგმავენ.

“საქართველოში პირველად არ ვარ, მაგრამ m&i ფორუმის დახმარებით ბევრი რამ შევიტყვე თქვენი ქვეყნის შესახებ. საქართველომ დიდ პროგრესს მიაღწია, ძალიან საინტერესო მიმართულებაა საქმიანი ტურიზმის კუთხით და ვფიქრობ თქვენს ქვეყანას შეუძლია მოგზაურთა დიდ ჯგუფებს უმასპინძლოს არამხოლოდ თბილისში, არამედ სხვა საინტერესო ადგილებშიც, მაგალითად კახეთში, ყაზბეგში“,-აცხადებს ფორუმის მონაწილე კოენ ვან დე გეუხტე

საქმიანი ტურიზმის სფეროში მასშტაბური ფორუმი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს ორგანიზებით გაიმართა. ფორუმში  ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის უმსხვილესი 60-მდე გაყიდვების კომპანია იყო წარმოდგენილი. საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლები საქართველოში მსხვილი ღონისძიებების გამართვით არიან დაინტერესებულები.