საქართველო Wanderlust-ის კონკურსში ევროპის ტურისტულად გამორჩეულ ქვეყნად დასახელდა.

კონკურსში საქართველოსთან ერთად მსოფლიოშიო ყველაზე პოპულარული ტურისტული მიმართულებებია წარმოდგენილი.

გამარჯვებული გამოვლინდება ხმის მიცემის შედეგად, Wanderlust-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

ხმის მიცემის დროს, ავტომატურად  ჩაერთვებით კონკურსში, რომელშიც Wanderlust £40,000 ღირებულების პრიზებს ათამაშებს.

ხმის მიცემა დაიწყო და გაგრძელდება 18 ოქტომბრამდე.

საქართველოს მხარდასაჭერად გთხოვთ ეწვიოთ ვებ-გვერდს 

ბრიტანული სამოგზაურო გამოცემა Wanderlust ყოველწლიურად მართავს კონკურსს და საუკეთესო ტურისტულ მიმართულებებს ასახელებს. Wanderlust მკითხველს ეხმარება მოგზაურობის დაგეგმვაში და ინფორმაციას უზიარებს  ტურისტული მიმართულებების შესახებ