საქართველო Wanderlust-ის კონკურსში ევროპის ტურისტულად გამორჩეულ ქვეყნად დასახელდა.
კონკურსში საქართველოსთან ერთად მსოფლიოშიო ყველაზე პოპულარული ტურისტული მიმართულებებია წარმოდგენილი.
გამარჯვებული გამოვლინდება ხმის მიცემის შედეგად, Wanderlust-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
ხმის მიცემის დროს, ავტომატურად ჩაერთვებით კონკურსში, რომელშიც Wanderlust £40,000 ღირებულების პრიზებს ათამაშებს.
ხმის მიცემა დაიწყო და გაგრძელდება 18 ოქტომბრამდე.
საქართველოს მხარდასაჭერად გთხოვთ ეწვიოთ ვებ-გვერდს
ბრიტანული სამოგზაურო გამოცემა Wanderlust ყოველწლიურად მართავს კონკურსს და საუკეთესო ტურისტულ მიმართულებებს ასახელებს. Wanderlust მკითხველს ეხმარება მოგზაურობის დაგეგმვაში და ინფორმაციას უზიარებს ტურისტული მიმართულებების შესახებ.