საქართველო უნდა იყოს ერთ-ერთი პირველი და რეგიონში პირველი ქვეყანა, რომელიც ტურიზმის დარგს აამუშავებს უახლოეს პერიოდში, რა თქმა უნდა, ყველა იმ უსაფრთხოების სტანდარტების დაცვით, რა რეკომენდაციებიც გვექნება უახლოეს დღეებში, მსოფლიო ტურიზმის საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში არსებული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ტურიზმი იყო პირველი, პოსტკრიზისული გახსნის და მხარდაჭერის თვალსაზრისით. შემდგომ წარმოდგენილი იქნება, სოფლის და ფერმერის მხარდაჭერის პრეზენტაცია. მესამე სექტორალური თემა იქნება მშენებლობის და დეველოპმენტის მხარდაჭერის პრეზენტაცია, და მეოთხე პრეზენტაცია იქნება ანტიკრიზისული ქმედებები განათლებაში.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ამ გეგმას მთავრობა უახლოესი ათი დღის განმავლობაში წარმოადგენს.
„ჩვენი ანტიკრიზისული ქმედებების პირველი ნაბიჯი დაკავშირებულია ტურიზმთან, ტურიზმი არის ის დარგი, რომელმაც მიიღო ყველაზე მძიმე და პირველი დარტყმა კრიზისის გამო. როდესაც საჭირო იყო ცეცხლის ჩაქრობა, ჩვენ შეძლებისდაგვარად დავეხმარეთ სექტორს. შემდგომ იყო აუცილებელი უფრო ღრმა შესწავლა და შემდგომი ანტიკრიზისული გეგმა გახლავთ საერთოდ, როგორც ბიზნესის და კერძო სექტორის მხარდაჭერის, ისე თითოეული მოქალაქის სოციალური მხარდაჭერა და ჩვენ გადავდივართ მესამე ეტაპზე, როდესაც ვსაუბრობთ ეკონომიკის ცალკეული სექტორების პოსტკრიზისული მართვის და მათი ნელ-ნელა, ეფექტურად ამოქმედების გეგმაზე. ასეთი სექტორები ჩვენ უკვე გამოყოფილი გვაქვს, როგორც სასწრაფო დახმარების თვალსაზრისით, ტურიზმი იყო პირველი, პოსტკრიზისული გახსნის და მხარდაჭერის თვალსაზრისით. შემდგომ აუცილებელი იქნება, მხარი დავუჭიროთ სოფელს, ჩვენს ფერმერს, შემდეგი პრეზენტაცია იქნება სწორებ სოფლის და ფერმერის მხარდაჭერის პრეზენტაცია. მესამე სექტორალური თემა იქნება მშენებლობის და დეველოპმენტის მხარდაჭერის პრეზენტაცია, რომელიც ასევე ჩვენი ეკონომიკის განვითარებისა და სწრაფი ზრდის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. მეოთხე იქნება ანტიკრიზისული ქმედებები განათლებაში, რასაც ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა აქვს თითოეული ჩვენი მოსწავლისა და სტუდენტისგან და მათაც სრულად უნდა იცოდნენ, სახელმწიფოს რა გეგმები გააჩნია ანტიკრიზისული მართვის თვალსაზრისით განათლებაში. ამ გეგმას ჩვენ მივყვებით უახლოესი ათი დღის განმავლობაში. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო – ჩვენ ვსაუბრობთ ეკონომიკის გახსნის და ამოქმედების პოსტკრიზისული გეგმის თაობაზე და არა კრიზისული, რომელზეც ჩვენ უკვე გვქონდა შეხვედრა და წარმოვადგინეთ თითოეული ჩვენი მოქალაქისა და კერძო კომპანიების სოციალური მხარდაჭერის გეგმა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ
პრემიერ-მინისტრის თქმით, დაწყებულია გლობალური კონკურენცია ქვეყნებს შორის, როგორც ტურისტების მოზიდვის, ასევე შემდგომი ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით და საქართველო უნდა იყოს ერთ-ერთი პირველი და რეგიონში პირველი ქვეყანა, რომელიც ტურიზმის დარგს აამუშავებს უახლოეს პერიოდში.
„დღეს ჩვენ შევიკრიბეთ ტრადიციულად ეკონომიკური საბჭოს ფარგლებში და დღეს საკმაოდ საინტერესო და მნიშვნელოვანი დღის წესრიგი გვაქვს. პირველ რიგში, ვისაუბრებთ ეკონომიკის გახსნის თაობაზე, გადა ამისა, ვისაუბრებთ ქალაქებს შორის გადაადგილების გახსნის თაობაზე და ჩვენი შეხვედრის მთავარი მიზეზი გახლავთ ტურიზმის ანტიკრიზისული მხარდაჭერის და ტურიზმის, როგორც ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დარგის გახსნის გეგმის განხილვა.
ეს არის ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხები, რადგან ჩვენ 3-4 თვეა, ვიბრძვით ორ ფრონტზე ერთდროულად – პირველი გახლავთ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და სიცოცხლე, ხოლო მეორე – ჩვენი ეკონომიკის გადარჩენა, წინსვლა და ეკონომიკის ეფექტური გახსნა. თითოეულ ჩვენგანს მოეხსენება, რომ უკვე დაწყებულია გლობალური კონკურენცია ქვეყნებს შორის, როგორც ტურისტების მოზიდვის, ასევე შემდგომი ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად, საქართველო უნდა იყოს ერთ-ერთი პირველი და რეგიონში პირველი ქვეყანა, რომელიც ტურიზმის დარგს აამუშავებს უახლოეს პერიოდში. რა თქმა უნდა, ყველა იმ უსაფრთხოების სტანდარტების დაცვით, რა რეკომენდაციებიც გვექნება უახლოეს დღეებში, მსოფლიო ტურიზმის საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.