Google logo. (File Photo: IANS)

Google-ს უკრაინის ოფისმა საძიებო სისტემაში, უკრაინელების მიერ 3 თვის განმავლობაში სიტყვა “დასვენების” გამოყენება გაანალიზა. ანალიზის შედეგად კომპანიამ  ყველაზე პოპულარული ტურისტული ქვეყნებისა და კურორტების რეიტინგი შეადგინა.

კვლევამ აჩვენა, რომ უკრაინელებისათვის საქართველო პოპულარული მიმართულებების TOP-5-შია. საქართველო მეოთხე პოზიციაზეა და მას მხოლოდ თურქეთი, ეგვიპტე და ბულგარეთი უსწრებს.

მაშ ასე, Google-ს უკრაინული ოფისის მიერ, მომხმარებლების კვლევის შედეგად მიღებული პოპულარული ტურისტული მიმართულებების TOP-10 ასე გამოიყურება:

თურქეთი

ეგვიპტე

ბულგარეთი

საქართველო

კვიპროსი

საბერძნეთი

მონტენეგრო

ხორვატია

ტუნისი

ესპანეთი.