ავიაკომპანია Ural Airlines-ი 100 ათასი რუბლით დააჯარიმეს, რადგანაც მან თბილისიდან სოჭის მიმართულებით ვიზის არმქონე მგზავრი გადაიყვანა.

სოჭის აეროპორტის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე დაფიქსირდა, რომ თბილისიდან ჩამოსულ მამაკაცს რუსეთის ვიზა არ ჰქონდა და ამიტომ მისი უკან დაბრუნება გახდა საჭირო.

“დამნაშავე ავიაკომპანიაა, წარმომადგენელს ჯერ კიდევ აეროპორტში უნდა შეემოწმებინა მგზავრის შესაბამისი დოკუმენტაცია. ამიტომ სასაზღვრო რეჟიმის დარღვევისთვის დაჯარიმდა ავიაკომპანია Ural Airlines-ი. 100 ათასი რუბლი – ასეთი მსხვილი ჯარიმის გადახდა მოუხდა ავიაკომპანიას”, იუწყებიან რუსეთის ფედერაციის, კრასნოდარის მხარის, საზღვრის დაცვის დეპარტამენტში.