საქართველო რუსეთიდან მოგზაურებისთვის ყველაზე პოპულარულ ავიამიმართულებების სამეულში შევიდა, მოთხოვნის მხრივ მან გვერდი აუარა არაბთა გაერთიანებულ საამიროებს (UAE) და ისრაელს, აცხადებენ ავიაბილეთების დაჯავშნის სერვის Aviasales-ში.
მათ გააანალიზეს, როგორ შეიცვალა მოთხოვნა საქართველოსა და მაროკოს მიმართულებით ავიაბილეთებზე რუსეთსა და ამ ქვეყნებს შორის მიმდინარე წელს პირდაპირი ფრენების აღდგენის შემდეგ. რუსეთიდან მაროკოს მიმართულებით პირდაპირი რეისები 2 მაისს გაიხსნა, ხოლო საქართველოს მიმართულებით 19 მაისს.
“საქართველო პირდაპირი ფრენების შემოღებამდეც პოპულარული იყო რუსებში. პირდაპირი ფრენების აკრძალვის მოხსნის შემდეგ მან გაიმყარა პოზიცია ხუთეულში და ავიდა მეხუთედან მესამე ადგილზე. ფრენები საქართველოში უფრო პოპულარული გახდა, ვიდრე არაბეთის გაერთიანებულ საამიროებსა და ისრაელში”, – აცხადებენ Aviasales-ში.
“პირდაპირი ფრენების დაწყების მიუხედავად, საქართველოში მოგზაურთა 40% მაინც ტრანსფერით მიფრინავს. ამ მიმართულებით ზაფხულის მიმართულებით პირდაპირი ფრენების საშუალო ტარიფი ერთი მიმართულებით 26,8 ათასი რუბლია”, – დასძენს ანალიტიკოსები
Aviasales-მა აღნიშნა, რომ მაროკოს მიმართულებით ფრენები ასევე უფრო პოპულარული გახდა რუსეთიდან პირდაპირი ფრენების გახსნის შემდეგ.