მწვანე ზონაში მყოფ საქართველოს საავიაციო სფეროში მნიშვნელოვანი ჩავარდნა აქვს. საზღვრების გაუხსნელობის გამო ვერ მოხვდა საქართველო Anker Report-ის ევროპის მოწინავე ქვეყნების რიგებში.
Anker Report-ის მონაცემებით, საქართველოს სამივე აეროპორტში მნიშვნელოვანი ვარდნაა, თბილისში აგვისტოში მგზავრთნაკადი 95,3%-ით არის შემცირებული წლიურად, ბათუმში 98,7%-ით, ქუთაისში კი მაჩვენებელი საერთოდ განულებულია. მონაცემებში არ შედის ჩარტერული რეისები, რომელიც მთავრობის ხელშეწყობით ინიშნება.
Anker Report-მა იმ ქვეყნების რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც აგვისტოში საჰაერო გზით მოგზაურობაზე მაღალი მოთხოვნაა.
რეიტინგში ლიდერი საბერძნეთია, სადაც მოთხოვნა 2019 წლის აგვისტოსთან შედარებით 2020 წლის აგვისტოში 44%-ით არის გაზრდილი, მეორე ადგილზეა თურქეთი 41%-ით, მესამეზე კი იტალია 37%-იანი ზრდის მაჩვენებლით.
