საქართველო იმ 8 ქვეყნის ჩამონათვალშია, რომლებთანაც ისრაელის მთავრობა მოგზაურობისთვის უსაფრთხო სტატუსის მინიჭებას განიხილავს. საქართველოს ელჩი ისრაელში, ლაშა ჟვანია სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოს ამ სიაში ყოფნა, ეპიდემიოლოგების, ექიმების, მთავრობის და ჩვენი საზოგადოების მაღალი თვითშეგნების დამსახურებაა.
„ისრაელის ყველაზე მაღალრეიტინგულმა ტელევიზიამ ახლა დაასახელა ქვეყნები, რომლებზეც ისრაელის მთავრობა მოგზაურობისთვის უსაფრთხო სტატუსის მინიჭებას განიხილავს. სულ 8 ქვეყანაა. საქართველოს ამ სიაში ყოფნა, უდაოდ, ჩვენი ეპიდემიოლოგების, ექიმების, მთავრობის და ყველაზე მთავარი – ჩვენი საზოგადოების მაღალი თვითშეგნების დამსახურებაა! ასე გავაგრძელოთ ერთობით და ერთსულოვნებით და სხვა ბევრ კარგ შედეგს მივაღწევთ ჩვენი ქვეყნისთვის“, – წერს ლაშა ჟვანია.