საქართველო ჩინეთიდან ვაქცინას კვირის ბოლოსთვის ელოდება. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, საქართველო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან კონსულტაციებს გადის, თუ როგორ მოიქცეს ამ ვაქცინასთან მიმართებით.
„რაც შეეხება დამატებით ვაქცინებს, კვირის ბოლოს ჩვენ ველოდებით უკვე ჩინეთიდან ვაქცინის ჩამოტანას. შესაბამისად, შემდეგ კვირაში ჩვენ გვექნება დამატებით ჩინური ვაქცინა, რომელიც ასევე არის აღიარებული უნგრეთის მკაცრი მარეგულირებლის მხრიდან. 100 ათასი დოზა ვაქცინა იქნება ჩინეთიდან ჩამოტანილი. ჩვენ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან კონსულტაციებს გავდივართ, თუ როგორ მოვიქცევით ამ ვაქცინასთან მიმართებით. დაველოდებით მათ აღიარებას, თუ ისინი დაგვრთავენ ნებას, რომ უნგრეთის მსგავსად განვაგრძოთ ქვეყანაში ვაქცინაცია. მაშინ, როდესაც ვაქცინა ადგილზე იქნება, უკვე დამატებით ინფორმაციას მოგაწვდით“,-განუცხადა ტიკარაძემ ჟურნალისტებს.