კატარული ავიაკომპანია Qatar Airways-ი მიკონოსის მიმართულებით ფრენების განახლებას გეგმავს. როგორც Qatar Airways-ში განმარტავენ, რეისების განახლება 14 მაისიდან იგეგმება.

“მოხარულნი ვართ გაცნობოთ, რომ ვგეგმვთ ავიამიმოსვლის აღდგენას მიკონოსის ულამაზეს კუნძულზე. 2021 წლის 14 მაისიდან Qatar Airways-ი შემოგთავაზებთ კვირაში სამ რეისს დოჰადან მიკონოსის მიმართულებით.

ჩვენი რეკომენდაცია არის ყველა მგზავრმა გამგზავრებამდე შეამოწმოს ქვეყანაში შესვლის წესები და ქვეყნის მთავრობის მიერ დადგენილი რეგულაციები და მოთხოვნები”, აცხადებენ Qatar Airways-ში.

რეგულაციების შესახებ დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია ასევე ავიაკომპანიის ვეგ-გვერდზეც.