42 ევროპულ ქვეყანას შორის ავიარეისების რაოდენობის კლებით კვლავ საქართველო ლიდერობს. 28 ოქტომბრის სტატისტიკას (წინა წლის შესაბამის დღესთან შედარებით) Eurocontrol-ი აქვეყნებს.

კერძოდ, 28 ოქტომბერს საქართველოში 21 რეისი შესრულდა (მოფრენა-გაფრენა), რაც წინა წელთან შედარებით 77%-ით ნაკლებია. 77%-იანი კლება დაფიქსირდა ირლანდიაშიც, სადაც მიმდინარე წლის 28 ოქტომბერს 168 ფრენა შესრულდა.
კორონავირუსის პანდემიამ ყველაზე ნაკლები გავლენა სერბეთსა და მონტენეგროზე მოახდინა (-33%), შემდეგ ალბანეთი (-34%) და სლოვენიაა (-36%).
Eurocontrol-ის ქვეყნებში ფრენების ჯამურმა რაოდენობამ 28 ოქტომბერს 12 692 შეადგინა, კლება 56.6% იყო.