საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი, სსიპ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიცატივით, ტურისტული ადგილებისა და ტურისტული პროდუქტის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, 23 ოქტომბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით, საქართელოს რეგიონებში, ფასდაკლებების კვირეული – Discount Week-ი იწყება.
Discount Week წარმოადგენს ღონისძიებას, რომელიც მოიცავს რეგიონებში სასტუმროს სერვისით ფასდაკლებით სარგებლობას. პროექტი მიზნად ისახავს არასეზონურ პერიოდში რეგიონის პოპულარიზაციასა და შიდა ტურიზმის წახალისებას, ასევე, პროექტი ხელს შეუწყობს კერძო სექტორს ვიზიტორების მოზიდვაში.
ფასდაკლების კვირეულში მონაწილეობისთვის, იხილეთ წესები და პირობები: აქ