შპს „საქაერონავიგაცია“ საჰაერო მოძრაობის მართვის მეთვალყურეების გუნდის გაფართოებას აგრძელებს. კონკურსის საფუძველზე შერჩეულმა მორიგმა ჯგუფმა ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი – ხუთთვიანი ინტენსიური პროფესიული სწავლება ფინეთში, ქალაქ ჰელსინკში ევროპის წამყვან საავიაციო სასწავლებელში “Fintraffic ANS – Avia College”-ში წარმატებით დაამთავრა.
მომავალმა ავიამეთვალყურეებმა საქართველოში დაბრუნების შემდეგ თბილისის საჰაერო მოძრაობის მართვის ცენტრი დაათვალიერეს, გაეცნენ სამუშაო პროცესს და მომავალ მენტორებს შეხვდნენ. საქაერონავიგაციის მიერ სრული დაფინანსებით მომზადებული კადრები კიდევ ერთი წელი ისწავლიან. სამუშაო საათების დაგროვების, პრაქტიკული ცოდნის მიღების და ყველა მარეგულირებელი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემდეგ ლიცენზირებული საჰაერო მოძრაობის მართვის მეთვალყურეები გახდებიან და საქართველოს საჰაერო სივრცის უსაფრთხოების მართვაში ჩაერთვებიან.