საფრანგეთში ოპერირებას ახალი ავიაკომპანია იწყებს. ავიაკომპანია Celeste-მ საკუთარი პირველი საჰაერო ხომალდის (CRJ 1000) ფოტოები თავად გაასაჯაროვა.
ახალი ავიაკომპანიის შექმნის იდეა 2021 წლიდან არსებობს, მას შემდეგ რაც Air France-ის რეგიონული შვილობილი კომპანია “Hop!” ბრეტანის რეგიონში ფრენების შეწყვეტის შესახებ განაცხადა.
Celeste-ს პირველი ფრენები აპრილში უნდა განეხორციელებინა, თუმცა ბოლო ვერსიით ავიაკომპანია ოპერირებას წინასაახალწლოდ დაიწყებს.
ახალი ფრანგული ავიაკომპანიის პირველი მარშრუტი ბრესტი – პარიზი-ორლი იქნება. Celeste არის პირველი ახალი ავიაკომპანია საფრანგეთში ბოლო რვა წლის განმავლობაში.