საფრანგეთის ტრანსპორტის მინისტრმა განაცხადა, რომ ის ემისიების შესამცირებლად ევროკავშირს ავიაბილეთის ტარიფების მინიმალური პოლიტიკას შესთავაზებს.
კლემან ბონმა განაცხადა, რომ ის გეგმავს “სოციალურ და გარემოსდაცვითი დემპინგთან ბრძოლას” და რომ “თვითმფრინავის 10 ევროიანი ბილეთები უკვე შეუძლებელია“.
ბონმა გამოაცხადა თავისი განზრახვა შესთავაზოს ევროკავშირის დონეზე ავიაბილეთების მინიმალური ფასების პოლიტიკის შემოღება. ტურისტული ინდუსტრიის ექსპერტისა და კამპანიის „მატარებლები ევროპისთვის“ შემქმნელის, ჯონ უორტის თქმით, იმის ალბათობა, რომ ევროკავშირის სხვა ქვეყნებმა მასიურად დაუჭირონ მხარი წინადადებას, დაბალია.
2020 წლის ივნისში ასეთი ზომები განიხილეს ავსტრიაში: შემდეგ ქვეყანამ გამოაცხადა, რომ აპირებდა აეკრძალა ავიაბილეთების გაყიდვა რეალურ გადასახადებსა და მოსაკრებლებზე დაბალი ფასებით, ანუ ბილეთის საშუალო ფასი უნდა ყოფილიყო 40 ევროდან ერთ ადამიანზე. Ryanair-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ასეთი ზომები შეადარა “ჩრდილოეთ კორეის ეკონომიკას”.
თუმცა მანამდე საფრანგეთში დაიხურა ზოგიერთი შიდა ფრენა – იმ მიმართულებით, სადაც მატარებლით მისვლა შესაძლებელია 2,5 საათში ან უფრო სწრაფად. მხოლოდ სამი ფრენა აიკრძალა. კლიმატის აქტივისტებმა გააკრიტიკეს საფრანგეთის მთავრობა და განაცხადეს, რომ აკრძალვა არ არის საკმარისი იმისათვის, რომ გავლენა მოახდინოს ავიაციაში ნახშირბადის ემისიებზე.
ივლისში გამოქვეყნებული Greenpeace-ის მონაცემებით, ევროპაში მატარებლით მოგზაურობა საშუალოდ 2-4-ჯერ უფრო ძვირია, ვიდრე თვითმფრინავით. 112 ძირითადი ევროპული მარშრუტიდან მხოლოდ 12 სარკინიგზო ხაზი იყო ფრენებზე სწრაფი და იაფი.