საფრანგეთის ელჩი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს ეწვევა. როგორც საქართველოში საფრანგეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საფრანგეთის ელჩი საქართველოში დიეგო კოლასი, ევროკავშირის, მიგრაციის ოფისის და სხვადასხვა საელჩოს წარმომადგენლებთან ერთად ქუთაისის აეროპორტს ეწვევა. დიპლომატთა სტუმრობა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 17 თებერვალს თებერვალს იგეგმება.
ვიზიტის მიზანია, დიპლომატები ადგილზე გაეცნონ მგზავრთა კონტროლის პროცედურას სამგზავრო საბუთების და მგზავრთა უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით.