კომპანია Lzellah-მა ფეხის რბილი სადგამი წარმოადგინა, რომელიც მგზავრს ფრენისას ისეთ შეგრძნებას უტოვებს, თითქოს ფეხები ბალიშზე უწყვია. სინამდვილეში, ეს არის პატარა ჰამაკი, რომელზეც მოგზაურობისას მგზავრი უბრალოდ ფეხები დგამს და თავს კომფორტულად გრძნობს. ჰამაკის ძირი ოდნავ მყარია, რათა მგზავრმა მასზე ორივე ფეხის კომფორტულად მოთავსება შეძლოს. 

Lzellah-ის დიზაინერებმა განაცხადეს, რომ ფრენისას ფეხები ნელა ქანაობს, რაც მგზავრის კომფორტულ გადაადგილებას უზრუნველყოფს. იმავდროულად ხსნის ფეხებიდან დაღლილობას და ტკივილს ზურგის ერედან.

“ფეხის ჰამაკის” შეძენა Amazon-ზე უკვე შესაძლებელია და მისი ფასი 18,72 დოლარია.