საფრანგეთის შეიარაღებული ძალების სამინისტრო 2023 წელს Dassault Rafale საბრძოლო ტიპის 42 საჰაერო ხომალდს უკვეთავს, რათა შეავსოს ის დანაკლისი, რომელიც საბერძნეთისა და ხორვატიისთვის 24 მეორადი საჰაერო ხომალდის მიყიდვის შედეგად წარმოიქმნა.
2023 წლის ბიუჯეტის თანახმად, რომელიც საფრანგეთის მთავრობამ წარადგინა, შეკვეთილ საბრძოლო საჰაერო ხომალდებს საფრანგეთი 2027-2030 წლებში მიიღებს.
42 ახალი საჰაერო ხომალდი F4 სტანდარტის შესაბამისი იქნება, რომელიც ახლა განვითარების სტადიაშია. F4 სტანდარტი ფოკუსირებული იქნება კავშირების გაძლიერებაზე ხომალდსა და სატელიტს შორის, ასევე საკომუნიკაციო სერვერებსა და პროგრამულ რადიოსთან.