ლონდონის ჰითროუს აეროპორტში ერთმანეთს Korean Air-ისა და Icelandair-ის კუთვნილი საჰაერო ხომალდები შეეჯახა. შემთხვევა ასაფრენ-დასაფრენ ბილიკზე მაშინ მოხდა, როდესაც ერთი თვითმფრინავი ასაფრენად ემზადებოდა, ხოლო მეორე – რამდენიმე წუთით ადრე დაეშვა.

მგზავრების ინფორმაციით, თვითმფრინავები ერთმანეთს ფრთებით შეეჯახა. ორივე თვითმფრინავიდან მგზავრების ევაკუაცია უვნებლად განხორციელდა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო ყველა შესაბამისი სამსახური. პოლიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მომხდარის მიზეზების დასადგენად გამოძიება დაიწყო.