საფრანგეთი Ethiopian Airlines-ს მოდერნიზაციისათვის 100 მლნ ევროს გამოუყოფს. როგორც ეთიოპიის პრემიერ-მინისტრისა და საფრანგეთის პრეზიდენტის შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი, საფრანგეთი ეთიოპიურ ავიაკომპანიას 100 მლნ ევროს გამოყოფს, მიზნობრიობა კი Ethiopian Airlines-ის მოდერნიზება იქნება.

Ethiopian Airlines-ი აფრიკის ერთ-ერთი უმსხვილესი ავიაკომპანიაა, რომელიც ფრენებს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ასრულებს.

ფრანგული მხარის დახმარებით კი ავიაკომპანია შეძლებს, რომ მომსახურეობის ხარისხი გააუმჯობესოს და პერსონალი გადაამზადოს.