ქართულ ავიაბაზარს მალე ახალი მოთამაშე შეემატება. უკრაინის საავიაციო ხელისუფლებამ ავიაკომპანია Jonika Airlines-ს კიევი-თბილისის ხაზზე დაშვების ნებართვა მისცა და ავიაკომპანიას კვირაში 4 სიხშირით ოპერირება შეუძლია.

Jonika Airlines-მა მორიგი ბორტი 2018 წლის 24 აპრილს დაარეგისტრირა. რეგისტრაციის მიხედვით ავიაკომპანია ამ დროისათვის ოპერირებას უწევს Boeing 737-300-ს, რომელიც 1999 წელსაა გამოშვებული. კომპანიამ ლაინერი ლიზინგით ესტონური Higher azure avia-გან მიიღო. Jonika Airlines-ს მიერაა დარეგისტრირებული ასევე Boeing 737-400, რომელიც 1994 წელსაა გამოშვებული და ლუქსემბურგში რეგისტრირებული კომპანია VALLAIR SOLUTIONS S.A.R.L-ს საკუთრებას წარმოადგენს.

რაც შეეხება თავად ავიაკომპანია Jonika Airlines-ს, ის 2016 წელსაა რეგისტრირებული და ის საჰაერო სატრანსპორტო ხომალდების ლიზინგზეა ორიენტირებული. მისი საქმიანობა მოიცავს ასევე ტვირთებისა და სამგზავრო გადაზიდვებს.

კომპანიის საწესდებო კაპიტალი 100 ათასი გრივნაა, ხოლო აქციონერებს წარმოადგენენ jonika shipping С.А. (49%) და კერძო პირები: ვიტალი ლოგინოვი (30%) და ინნა სემენენკო (21%). აღსანიშნავია ისიც, რომ ავიაკომპანიის ერთ-ერთი აქციონერი პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს ბლოკის წევრია.