საოჯახო ტიპის სასტუმროების საშუალო ფასმა ივლისში 72 ლარი შეადგინა. PMCG-ის ინფორმაციით, ივლისში, ყველაზე მაღალი ფასი საოჯახო ტიპის სასტუმროებში ქვემო ქართლში – 148 ლარი და აჭარაში – 92 ლარი დაფიქსირდა. ივლისის თვეში, აჭარის საოჯახო ტიპის სასტუმროს საშუალო ფასმა ბოლო ათი თვის მაქსიმუმს მიაღწია, ხოლო ქვემო ქართლში, აღნიშნულ პერიოდში, ყველაზე მაღალი საშუალო ფასი 2017 წლის ნოემბერში დაფიქსირდა. საოჯახო ტიპის სასტუმროებს შორის ყველაზე დაბალი საშუალო ფასები დაფიქსირდა იმერეთში – 58 ლარი და კახეთში – 62 ლარი.