ივლისში 5-ვარსკვლავიან სასტუმროთა საშუალო ფასი 455 ლარის დონეზე დაფიქსირდა. PMCG-ის მონაცემებით, თბილისში, ამ ტიპის სასტუმროებში, სტანდარტული 2-ადგილიანი ნომრის საშუალო ფასმა 518 ლარი შეადგინა, სამცხე-ჯავახეთში – 443 ლარი, აჭარაში – 432 ლარი, ხოლო კახეთში – 408 ლარი. 5* სასტუმროების საშუალო ფასმა, აჭარაში და სამცხე-ჯავახეთში, ბოლო ათი თვის მაქსიმუმს მიაღწია.
თბილისში ბოლო ათი თვის განმავლობაში, 5* სასტუმროს ყველაზე მაღალი საშუალო ფასი ოქტომბერში დაფიქსირდა, ხოლო კახეთში – ივნისში.