სანქციების გამო რუსულმა ავიაკომპანიებმა 76 თვითმფრინავი დაკარგეს. ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის ტრანსპორტის მინისტრმა ვიტალი საველიევმა განუცხადა.
”ჩვენ გაგვიკვირდა, როდესაც თვითმფრინავების წაღება სურდათ. საერთო ჯამში დავკარგეთ 76 სამგზავრო ხომალდი, რომლებიც ან ტექნიკურ სადგომზე იმყოფებოდნენ, ან აპირებდნენ ფრენების განხორციელებას და უბრალოდ დააკავეს.”
საველიევმა დასძინა, რომ რუსეთში ამჟამად 1167 სამგზავრო თვითმფრინავი გამოიყენება.