ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ი თბილისსა და სანკტ-პეტერბურგს შორის 10 დეკემბრიდან პირდაპირ ფრენებს იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას შპს “ჩრდილოეთის დედაქალაქის საჰაერო კარიბჭე” (სანქტ-პეტერბურგის „პულკოვოს“ აეროპორტის ოპერატორი) ავრცელებს.

თბილისსა და პეტერბურგს შორის რეისები კვირაში ორი სიხშირით, ყოველ ოთხშაბათს და კვირას შესრულდება.

აღსანიშნავია, რომ პეტერბურგიდან საქართველოში ფრენა შეგიძლებელია ასევე რუსული ავიაკომპანია Red Wings-ით, რომელიც პეტერბურგიდან ფრენებს თბილისისა და ქუთაისის მიმართულებით ასრულებს.

როგორც ცნობილია, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 2023 წლის 10 მაისს გააუქმა 2019 წლის 21 ივნისის ბრძანებულება რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან საქართველოს ტერიტორიაზე საჰაერო ტრანსპორტის აკრძალვის შესახებ. ასევე მოიხსნა აკრძალვა ტურისტული პაკეტების გაყიდვაზე.

Georgian Airways დაფუძნებულია თბილისში და არის საქართველოს ეროვნული გადამზიდავი. ავიაკომპანიის ფლოტი შედგება საშუალო დისტანციის Boeing 737 და CRJ თვითმფრინავებისგან.