სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის მოადგილე ალექსნადრე გაჩეჩილაძე საქართველოში ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ვესელინ ვალკანოვს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის შესაძლებლობები (2016-17 წლებში ავიაკომპანია Wizz Air-ი სოფია – ქუთაისი – სოფიას საჰაერო ხაზზე ახორციელდებდა რეგულალურ რეისებს). აღინიშნა, რომ საკითხის დადებითად გადაწყვეტა ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო – ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას და ტურისტული ნაკადების ზრდას.
ალექნადრე გაჩეჩილაძემ ბულგარეთის რესპუბლიკის ელჩს გააცნო საქართველოს საავიაციო სექტორის განვითარების პოზიტიური დინამიკა და სიახლეები, რომლებიც უკავშირდება საავიაციო ბაზარზე ახალი ავიაკომპანიების შემოსვლას. ამასთან, მან ყურადღება გაამახვილა ევროკავშირთან არსებულ ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ შეთანხმებაზე, რომელიც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ავიაკომპანიების ერთმანეთის ბაზრებზე დაშვების თვალსაზრისით. მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, რომ მჭიდროდ ითანამშრომლებენ როგორც ერთმანეთთან, ისე სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებთან, საქართველოსა და ბულგარეთს შორის რეგუალური საჰაერო მიმოსვლის აღდგენის პროცესის ხელშეყობის მიზნით.