სლოვაკური კომპანია Klein Vision მფრინავი ავტომობილის AirCar 2 სერიული წარმოების დასაწყებად ემზადება. მოდელს ჰაერში საათში 250 კილომეტრამდე და გზაზე საათში 200 კილომეტრამდე სიჩქარის განვითარება შეუძლია. მანქანიდან თვითმფრინავში გადასვლას ორ წუთზე ნაკლები დრო სჭირდება.
მოდელის სიგრძე 5.8 მეტრია, რაც მისი სტანდარტულ სივრცეებში პარკირების საშუალებას იძლევა. ასაფრენად, თქვენ უნდა მიხვიდეთ აეროდრომზე, შემდეგ დააჭიროთ ღილაკს – ფრთები ავტომატურად გაიხსნება. მანქანის ფრენის დიაპაზონი 1000 კილომეტრს აღწევს.
დაშვების შემდეგ, მანქანა ისევ ჩვეულებრივ სატრანსპორტო საშუალებად „გადაიქცევა“.
მანქანა მხოლოდ ბენზინზე მუშაობს. მომავალში, დეველოპერები ელექტროძრავაზე გადასვლას გეგმავენ.
აწმყო მომავლის ავტომობილის შემუშავება 2016 წლიდან მიმდინარეობს. პირველმა პროტოტიპმაუკვე გაიარა ტესტები, 500-ზე მეტი აფრენა და დაშვება განახორციელა. გაყიდვების დაწყება 2026 წელს იგეგმება.