სამოქალაქო ავიაციის დღესთან დაკავშირებით, TAV Georgia-ს ხელმძღვანელობამ, საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის სამ წარჩინებულ სტუდენტს TAV-ის ერთჯერადი სტიპენდიები გადასცა. სტუდენტებმა TAV Georgia-ს ხელმძღვანელობას ქართული ავიაციის განვითარების თავიანთი ხედვა გააცნეს და მათთან ერთად თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დასაქმების პერსპექტივებზეც ისაუბრეს.
სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო დღე მსოფლიოს მასშტაბით 1994 წლიდან აღინიშნება. TAV Georgia ავიაციის საერთაშორისო დღეს დარგის ყველა უწყებასა და მასში დასაქმებულ პერსონალს ულოცავს.