Myway Airline-ის თანამშრომლებმა ახალი პროექტის „გზა ავიაციისკენ“ ფარგლებში საავიაციო უნივერსიტეტის სტუდენტებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართეს.

კომპანიის თანამშრომლებმა ახალგაზრდებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს და დასაქმების პერსპექტივებსა და კარიერაში წარმატების მიღწევის გზებზე ესაუბრნენ.

შეხვედრის ფარგლებში შეირჩა 5 სტუდენტი, რომლებსაც ერთი დღით Myway Airlines – ის თანამშრომლები უმასპინძლებენ და ავიაკომპანიის მატერიალურ ტექნიკურ ბაზას გააცნობენ.

აღსანიშნავია, რომ ავიაკომპანიაში დასაქმებულთა 15%-ი სწორედ საავიაციო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია.

პროექტის ფარგლებში „გზა ავიაციისკენ“  Myway Airlines-ი არაერთი დისკუსიის, პრეზენტაციის და საგანმანათლებლო ექსკურსიის მოწყობას გეგმავს. პროექტის მიზანია ავიაციის სფეროს მიმართ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და სტუდენტებში სასურველი მიზნის მისაღწევად მოტივაციის გაზრდა.