სამომავლოდ მგზავრების დანიშნულების ადგილამდე გადაიყვანაზე იზრუნებს ეკიპაჟი, რომლის მეორე პილოტიც ხელოვნური ინტელექტი იქნება, – ამის შესახებ Emirates-ის პრეზიდენტმა ტიმ კლარკმა CNBC-თან ინტერვიუში განაცხადა.
„შესაძლებელია თუ არა თვითმფრინავის ფრენა სრულ ავტომატურ რეჟიმში? დიახ, შესაძლებელია, ტექნოლოგია ახლა უმაღლეს მწვერვალშია”- დარწმუნებულია ის.
აღნიშნული განცხადება გაკეთდა მწვავე დებატების ფონზე, თუ რამდენად შორს უნდა წავიდეს ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგია დღეს.
”კვალიფიცირებული პილოტი არის უსაფრთხოების რთული სისტემის ნაწილი, რომელიც იღებს არსებულ რისკებს და პასუხისმგებელია მგზავრების სიმშვიდეზე”, – თქვა ჯოჯი უეიტსმა, Balpa-ს მფრინავების კავშირის საავიაციო უსაფრთხოების ხელმძღვანელმა.
მისი აზრით, პილოტი ეს უფრო „ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ თვითმფრინავის მძღოლი“. ისინი უნდა იყვნენ ნავიგატორები, ინჟინრები, ტექნიკოსები, მეტეოროლოგები და მომხმარებელთა მომსახურების სპეციალისტები. გარდა ამისა, პილოტები პროფესიონალურად ურთიერთობენ არა მხოლოდ აეროპორტის სერვისებთან არამედ ინტერპერსონალურ დონეზეც, აღნიშნავს ექსპერტი.
„ინდუსტრიაში რიცხოვნობის შემცირების ტენდენცია იზრდება, ამან საბოლოოდ შეიძლება გამოიწვიოს სრულიად ავტონომიური ოპერაციები. თუმცა, პილოტების პროფესიული უნარების აღიარება და ეკიპაჟის ფრენების დამატებითი უსაფრთხოების გაუმჯობესება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე“, – თქვა უეიტსმა.