2021 წლის აპრილში 2020 წლის აპრილთან შედარებით საქართველოში საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ბაზარი 98%-ით გაიზარდა.
AviaNews-ის მიერ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ მიმდინარე წლის აპრილში საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთების მოცულობამ 1736,127 ტონა შეადგინა, 2020 წლის აპრილში კი 877,708 ტონა.
შესაბამისად ტვირთბრუნვა 97,80%%-ითაა გაზრდილი.
2021 წლის აპრილში თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიერ 2019 წლის აპრილში გატარებულ ტვირთნაკადთან შედარებით 2,20%-ითაა გაზრდილი. 2019 წლის აპრილში აეროპორტმა 1698,773 ტონა ტვირთი გაატარა.
ცნობისათვის საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაციის (IATA)-ს რეკომენდაციაა, რომ COVID-19-ის პანდემიის ფონზე საჰაერო ტვირთების ტრანსპორტირების ობიექტური სურათის ასახვისთვის, სასურველია თუ არსებული მაჩვენებლები 2019 წლის ანალოგიურ პერიოდის მაჩვენებლებთან შედარდება. შესაბამისად, IATA-ს რეკომენდაციის გათვალისწინებით, მიმდინარე ეტაპისთვის საქართველოში საჰაერო სატვირთო გადაზიდვების 2,20%-იანი მატებაა.
შეგახსენებთ, რომ საჰაერო გზით ტვირთების გადაზიდვის მაჩვენებლის შემცირება უმეტესწილად COVID-19-ის ფონზე დაწესებული რეგულაციებს უკავშირდება. 2020 წლის მარტიდან საქართველომ რეგულარული რეისები შეაჩერა. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანას საჰაერო გზით სატვირთო გადაზიდვები არ შეუჩერებია, ტვირთების გარკვეული ნაწილის ტრანსპორტირება რეგულარული რეისებით ხდება და შესაბამისად ფრენების შეჩერებამ ტვირთნაკადზეც ნეგატიურად იმოქმედა. ასევე გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ პანდემიის პირობებში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა შემცირდა.
საქართველომ საერთაშორისო რეგულარულ გადაზიდვებზე შეზღუდვები მოხნა დ ავიაკომპანიები საქართველოს ავიაბაზარს ეტაპობრივად უბრუნდებიან.
საგულისხმოა ისიც, რომ დღეისათვის საქართველოს აეროპორტებიდან ტვირთებს მხოლოდ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ემსახურება.