უპილოტო საფრენი აპარატების მოდელები, რომლებიც ცნობილია როგორც “საჰაერო ტაქსი” ჩინეთის ბაზარზე Taobao-ს მეშვეობით გაიყიდება.

საუბარია პირველ ელექტრო ვერტიკალურ ასაფრენ-დასაფრენ აპარატზე EHang EH216-S, რომელიც გაყიდვაში 18 მარტს გამოვიდა და ჩინეთის მიერ შეიქმნა. გამოგონებამ უკვე მიიღო CAAC სერთიფიკატი, რომლის ფასიც 2,39 მილიონი იუანია (თითქმის 31 მილიონი რუბლი). მოდელი წინასწარ გაყიდვის სტატუსშია, 12-მა ადამიანმა უკვე შეიტანა დეპოზიტი 39 ათასი იუანის შესაძენად.

საჰაერო ტაქსს შეუძლია გადაიყვანოს ორი ადამიანი და მისი სიგრძე 6,05 მ და სიგანე 5,73 მ-ია. საფრენი აპარატის სიმაღლე თითქმის 2 მ. მოწყობილობა შედგება 16 პროპელერისგან. ფრენის მაქსიმალური სიჩქარე საათში 130 კმ-ს აღწევს.

საფრენ აპარატს შეუძლია აფრენა ასაფრენი ბილიკიდან, რაც ადვილად გადაადგილების საშუალებას იძლევა.

მეორე მოდელი – EHang VT-30 – შეფასებულია 10 მილიონ იუანად (128 მილიონი რუბლი). მას აქვს კომპოზიტური ფრთა, ფრენის სავარაუდო დიაპაზონი 300 კმ-ა და ბატარეის ხანგრძლივობა 100 წუთი.