ავიაკომპანია Georgian Airways-ი ვენის მიმართულებით პირდაპირი ფრენებს ანახლებს. კომპანიის ინფორმაციით, ვენის მიმართულებით პირდაპირი ფრენები თბილისიდან, ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე, შესრულდება კვირაში სამი სიხშირით, ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათს და კვირას.

აღსანიშნავია, რომ Georgian Airways-ი ევროპის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დღის საათებში ასრულებს, რაც განსაკუთრებით კომფორტულია მგზავრებისთვის.

ავიაბილეთის სტანდარტულ ტარიფში შედის ჩასაბარებელი ბარგიც.