იანვარში მთავარ მიმართულებებზე საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ტარიფები 60%-ით მეტი იყო ვიდრე წინა წლის ანალოგიურ პერიოდში. ტარიფების ზრდის მიუხედავად ამ ტიპის სატრანსპორტო გადაზიდვებზე მოთხოვნა არ იკლებს. Baltic Exchange Air Transportation Index-ის უახლესი მონაცემები აჩვენებს, რომ ჰონკონგიდან ჩრდილოეთ ამერიკაში ტარიფები იანვარში 1 კგ-ზე 10,90 დოლარი იყო. შედარებისთვის, გასულ წელს ფასები 1 კგ-ზე 6,43 დოლარს შეადგენდა (ზრდა 69,5% წლიურად), 2 წლის წინ – 1 კგ ტვირთის საჰაერო გადაზიდვის ღირებულება 3,14 დოლარი იყო. თუმცა, აღსანიშნავია, რომ დეკემბერში დაფიქსირებული 1 კგ ტვირთის გადაზიდვის ტარიფი 12,72 დოლარი იანვარში უკვე შემცირდა.

ანალოგიური სიტუაციაა ჰონგ კონგიდან ევროპის მიმართულებითაც: აქ იანვრის ფასებმა 1 კგ ტვირთზე 6,61 დოლარს მიაღწია. ეს მაჩვენებელი აღემატება გასული წლის იანვარში დაფიქსირებულ 4,28 დოლარს 1 კგ ტვირთზე (54,4%-იანი ზრდა წლიურიდან) და 2020 წლის იანვარში დაფიქსირებულ 2,83 დოლარს, მაგრამ ჩამოუვარდება დეკემბრის ტარიფს როდესაც 1 კგ ტვირთის საჰაერო გადაზიდვის ტარიფი 8 დოლარი იყო.

დეკემბრის შემდეგ ტარიფის კლება არც ისე გასაკვირია, რადგან ბოლო კვარტალი ინდუსტრიის პიკის სეზონია და განაკვეთები ყველაზე მაღალია.

შარშანდელთან შედარებით ფასები გაიზარდა ჩინეთიდან გადაზიდვებზეც, მაგრამ არა ისე, როგორც ჰონგ კონგიდან; ჩინეთიდან აშშ-ში განაკვეთები გასულ წელთან შედარებით დაახლოებით 30%-ით გაიზარდა.

ტრანსატლანტიკურ მარშრუტზე ფრანკფურტიდან ჩრდილოეთ ამერიკამდე ფასები გაიზარდა 3,8%-ით, წლიურ ჭრილში 1 კგ-ზე 4,62 დოლარამდე.