Air Canada “წითლდება“. კანადური გადამზიდავი Air Canada, სტუდია Walt Disney და Pixar შეთანხმდნენ, რომ ავიაკომპანიის ერთ-ერთი საჰაერო ხომალდი, კერძოდ Airbus A220-300 (საბორტე ნომრით C-GVDP) სპეციალურ შეფერილობას მიიღებს, რომელიც იქნება რეკლამა მულტფილმისა Turning red.

თვითმფრინავის ახალ შეფერილობაში დატანილია გათვალისწინებულია გარკვეული დეტალები. მაგალითად ის, რომ ეტიკეტი, რო,ლითაც თვითმფრინავი დაიფარა არის სპეციალური ვინილის გადასაფარებლები, რომლებიც შედარებით ადვილი მოსახსნელია სარეკლამო პერიოდის შემდეგ.

ფიუზელაჟის ორივე მხარეს დატანილია მულტფილმის მთავარი გმირის გამოსახულებები ადამიანისა და იმ გიგანტური წითელი პანდას სახით, რომლადაც გოგონა გადაიქცევა.