2024 წლის იანვარ-ნოემბრის მონაცემებით საქართველოს საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ბაზარზე შესრულებული ფრენების მიხედვით ლიდერი ქართული სატვირთო ავიაკომპანია Georgian Airlines-ია. AviaNews-ის მიერ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ 2024 წლის იანვარ-ნოემბრისს განმავლობაში ქართულმა სატვირთო ავიაკომპანია Georgian Airlines-მა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ყველაზე მეტი, 1036  სატვირთო რეისი შეასრულა.

შესრულებული რეისების მიხედვით TOP-5 სატვირთო ავიაკომპანიების რეიტინგში მეორე პოზიციაზეა ქართული ავიაკომპანია Geo Sky, რომელმაც საანგარიშო პერიოდში 152 რეისი განახორციელა.

შესრულებული რეისების რაოდენობის მიხედვით მესამე პოზიციაზე თურქული ავიაკომპანია Turkish Cargo, რომელმაც 2024 წლის იანვარ-ნოემბრის განმავლობაში თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 120 რეისი განახორციელა.

რეიტინგში მეოთხე პოზიციაზე კი ესტონური ავიაკომპანია Airest-ი​ა, რომელიც საქართველოს საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ბაზარზე 11 თვეში 96 რეისს მოემსახურა.

განხორციელებული სატვირთო რეისების მხრივ მეხუთე ადგილზე ქართული ავიაკომპანია CAMEX Airlines-ია, რომელიც 11 თვეში საქართველოში 94 ფრენას მოემსახურა.

დღეისათვის საქართველოს აეროპორტებიდან ტვირთებს მხოლოდ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ემსახურება.

TOP-5 ავიაკომპანია სატვირთო რეისების რაოდენობით:

Georgian Airlines;

Geo Sky;

Turkish Cargo;

Airest;

CAMEX.