2021 წლის 9 თვეში 2020 წლის 9 თვესთან შედარებით საქართველოში საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ბაზარი 7,77%-ით შემცირდა, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან კი 31,18%-ით შემცირდა.
AviaNews-ის მიერ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთების მოცულობამ 12 737,493 ტონა შეადგინა, 2020 წლის იანვარ-სექტემბერში კი 13 811,056 ტონა.
შესაბამისად ტვირთბრუნვა მხოლოდ 7,77%-ითაა შემცირებული
2021 წლის 9 თვეში თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიერ 2019 წლის 9 თვეში გატარებულ ტვირთნაკადის რაოდენობა 31,18%-ითაა შემცირებული. 2019 წლის თვეში აეროპორტმა 18 507,686 ტონა ტვირთი გაატარა.
შეგახსენებთ, რომ დღეისათვის საქართველოს აეროპორტებიდან ტვირთებს მხოლოდ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ემსახურება.