2021 წლის სექტემბერში 2020 წლის სექტემბერთან შედარებით საქართველოში საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ბაზარი 52%-ით შემცირდა.

AviaNews-ის მიერ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ მიმდინარე წლის სექტემბერში საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთების მოცულობამ 1 326,386 ტონა შეადგინა, 2020 წლის სექტემბერში კი 2 754,479 ტონა.

შესაბამისად ტვირთბრუნვა 51,85%-ითაა შემცირებული.

2021 წლის სექტემბერში თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიერ 2019 წლის სექტემბერში გატარებულ ტვირთნაკადთან შედარებით კლება 44,66%-ა. 2019 წლის სექტემბერში აეროპორტმა 2 396,911 ტონა ტვირთი გაატარა.

შეგახსენებთ, რომ დღეისათვის საქართველოს აეროპორტებიდან ტვირთებს მხოლოდ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ემსახურება.