2021 წლის იანვარ-ივლისში 2020 წლის იანვარ-ივლისთან შედარებით საქართველოში საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ბაზარი 13%-ით გაიზარდა, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან კი 26%-ით შემცირდა.

AviaNews-ის მიერ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთების მოცულობამ 10 119,107 ტონა შეადგინა, 2020 წლის იანვარ-ივლისში კი 8 985,962 ტონა.

შესაბამისად ტვირთბრუნვა 12,61%-ითაა გაზრდილი.

2021 წლის 7 თვეში თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიერ 2019 წლის 7 თვეში გატარებულ ტვირთნაკადის რაოდენობა 26%-ითაა შემცირებული. 2019 წლის 7 თვეში აეროპორტმა 13 686,091 ტონა ტვირთი გაატარა.

შეგახსენებთ, რომ დღეისათვის საქართველოს აეროპორტებიდან ტვირთებს მხოლოდ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ემსახურება