2021 წლის ივლისში 2020 წლის ივლისთან შედარებით საქართველოში საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ბაზარი 22%-ით შემცირდა.

AviaNews-ის მიერ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ მიმდინარე წლის ივლისში საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთების მოცულობამ 1 401,825 ტონა შეადგინა, 2020 წლის ივლისში კი 1 805,747 ტონა.

შესაბამისად ტვირთბრუნვა 22,37%-ითაა შემცირებული.

2021 წლის ივლისში თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიერ 2019 წლის ივლისში გატარებულ ტვირთნაკადთან შედარებით კლება 38,09%-ა. 2019 წლის ივლისში აეროპორტმა 2 264,357 ტონა ტვირთი გაატარა.

შეგახსენებთ, რომ დღეისათვის საქართველოს აეროპორტებიდან ტვირთებს მხოლოდ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ემსახურება.