საჰაერო ბუნტი – ავიაკომპანიები აერონავიგაციის მოსაკრებლის ზრდას აპროტესტებენ. უკრაინის საერთაშორისო ავიახაზებმა FlyUIA-მ ქვეყნის ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკის სამინისტროებს შესაბამისი წერილით მიმართა და აერონავიგაციის მომსახურების ტარიფების ზრდა გააპროტესტა.
როგორც avianews-ს ავიაკომპანიის პრესამსახურში განუცხადეს, FlyUIA-ს მიმართვას და პროტესტს შეუერთდნენ ასევე Windrose Airlines-ი და Azur Air Ukraine.
სამინისტროებისთვის გაგზავნილ წერილში ნათქვამია, რომ საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ევროპული ორგანიზაციას (EUROCONTROL), რომლის წევრი ქვეყანაა უკრაინა, არ დაუანგარიშებია და არ შეჯერებულა იმაზე, რომ 2020 წლისთვის უკრაინას ახალი ტარიფები ექნებოდა, ხოლო თავად ახალი განაკვეთები არ განხილულა საჰაერო სივრცის მომხმარებლებთან, თუმცა ეს გათვალისწინებულია ICAO-ს და EUROCONTROL-ის დოკუმენტებით.
ავიაკომპანიებმა გააპროტესტეს ბორისპოლის აეროპორტისა და ქვეყნის სხვა აეროპორტებში მისადგომების ტარიფების ერთ დონეზე აყვანა
ისინი ამ მიდგომას არასამართლიანს უწოდებენ, რადგან მიაჩნიათ, რომ ხელისუფლების ქმედება საბოლოო ჯამში რეგიონალურ აეროპორტებში ავიაკომპანიების სუბსიდირებას გამოიწვევს.