აზერბაიჯანის ავიახაზების AZAL-ის თვითმფრინავის ბორტზე, რომელიც ნახჭევანი-ბაქოს მიმართულებით (J2-256) ასრულებდა რეისს, სალონის ჰერმეტიზაციის სენსორიდან მოულოდნელად ჟანგბადის ნიღბები გადმოვარდა, იტყობინება AZAL-ის პრესსამსახური.

თვითმფრინავი ნორმალურ რეჟიმში უსაფრთხოდ დაეშვა ჰეიდარ ალიევის საერთაშორისო აეროპორტში ადგილობრივი დროით 20:01 საათზე.

ინციდენტის შემდეგ ბაქოს აეროპორტის ტექნიკურმა სამსახურმა თვითმფრინავი შეამოწმა.