SpaceX-ის მფლობელმა, ცნობილმა ამერიკელმა მილიარდერმა ილონ მასკმა კომპანიის ახალი პროექტი – Starlink Aviation წარადგინა, რომელიც ფრენების დროს ინტერნეტით წვდომას უზრუნველყოფს.

Starlink Aviation-ის ნაკრები მოიცავს სპეციალურ SpaceX-ის საავიაციო ტერმინალს, ელექტრომომარაგებას და ორ უკაბელო წვდომის წერტილს. Starlink Aviation-ზე წვდომა თვეში $12,500-დან $15,000-მდე ეღირება, ერთჯერადი ტექნიკის გადასახადი $150,000. გრძელვადიანი კონტრაქტები არ არსებობს. სისტემის დასაჯავშნად საჭიროა, საწყის ეტაპზე, 5000 აშშ დოლარის გადახდა. SpaceX გეგმავს მიწოდების დაწყებას 2023 წლის შუა რიცხვებში.

SpaceX-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ Starlink Aviation-ს ექნება მსოფლიო დაფარვა და ხელმისაწვდომი იქნება როგორც ხმელეთზე და წყალზე ფრენისას, ასევე ადგილზე ტაქსის, აფრენისა და დაფრენის დროს.

მასკის კომპანია გვპირდება 320 Mbps-მდე სიჩქარეს თითოეულ თვითმფრინავზე, შეყოვნება არაუმეტეს 20ms.

დამატებითი ტიპის სერტიფიკატი უკვე მოცემულია შემდეგი ტიპის თვითმფრინავებისთვის: Embraer ERJ-135, ERJ-145; Gulfstream G650, G550, G450; Dassault Falcon 2000; Bombardier Challenger 300, 350, Global 5000, Global 6000 და Global 7500.

შესაძლოა, ოდესმე, როცა SpaceX ფასებს შეამცირებს, ბორტზე სწრაფი ინტერნეტი ხელმისაწვდომი გახდება ჩვეულებრივი ავიაკომპანიების რიგითი მგზავრებისთვის.