სარეპატრიაციო ავიარეისებისთვის მადლობა SkyUp Airlines-ს. უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა ვლადისლავ კრიკლიმ ავიაკომპანია SkyUp Airlines-ს ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მადლობა გადასცა, ჩინეთიდან უკრაინის მოქალაქეების ევაკუაციაში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის და ასევე სამსახურებრივი მოვალეობების სამაგალითო შესრულებისა და მაღალი პროფესიონალიზმისთვის.

“მინდა კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა მთელს გუნდს, თითოეულ თქვენგანს ინდივიდუალურად, იმ რეაგირების, გამბედაობისა და კაცთმოყვარეობისთვის, რაც თქვენ აჩვენეთ, როდესაც ჩვენი მოქალაქეები უჰანიდან შინ დაბრუნდნენ.

თქვენ დათანხმდით საქმეს, მიუხედავად შესაძლო საფრთხის და რისკებისა. მადლობელი ვარ თქვენი და იმედი მაქვს, რომ ავიაცია მალე აღდგება და ავიაკომპანიები აქტიურ მუშაობას დაუბრუნდებიან”- თქვა ვლადისლავ კრიკლიმ.

Владислав Криклій вручив екіпажам SkyUp подяки Прем'єр-міністра за евакуацію українців з УханюВчора, 17 червня,…

Posted by Міністерство інфраструктури України on ხუთშაბათი, 18 ივნისი, 2020