Piggy bank on travel tourist map. Saving money for travel, planning holiday or vacation

საქართველომ 2018 წლის პირველ ნახევარში უცხოური ტურიზმიდან 1,361 მლრდ დოლარის შემოსავალი მიიღო, ეს 28.9%-ით, ანუ 305 მლნ დოლარით მეტია ვიდრე 2017 წლის პირველ ნახევარში.

აქედან 551 მლნ დოლარი საქართველომ წლის პირველ კვარტალში მიიღო (+29.4%), რაც 125 მლნ დოლარით მეტია 2017 წლის პირველ კვარტალთან შედარებით. ტურიზმის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 2018 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით შეადგენს 6.8%-ს. ზრდა წინა წელთან შედარებით +16.6%-ია.

2017 წლის ჯამური მონაცემებით შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენდა 2.7 მილიარდ დოლარს (+28.1%), 594 მილიონი დოლარით მეტი 2016 წელტან შედარებით.

2017 წლის ჯამური მონაცემებით წილმა მთლიან შიდა პროდუქტში 6.9% შეადგინა. ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +13%.

წლის ბოლომდე საქართველოს სავარაუდოდ 8,5 მილიონ საერთაშორისო მოგზაური ეწვევა, საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავლები კი სავარაუდოდ  3 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბებს.