2018 წლის აგვისტოში საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტების რაოდენობა 9,8%-ოთ გაიზარდა და 1,294,926 ვიზიტი შეადგინა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, საერთაშორისო ვიზიტორთა  მიერ განხორციელებულმა ვიზიტების რაოდენობამ 1,040,544 შეადგინა, ზრდა +10.7%-ია. ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 737,049 შეადგინა, რაც 90,050-ით მეტია 2017 წლის აგვისტოს მაჩვენებელზე (ზრდა +13.9%).

ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტი  რუსეთიდან (+15.8%), აზერბაიჯანიდან  (+13.3%), სომხეთიდან(-5.7%) და თურქეთიდან (24.4%) განხორციელდა.     

პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნებიდან, საიდანაც საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტების ზრდის კუთხით გამოირჩეოდნენ: რუმინეთი +137%, ესტონეთი +86%, ნიდერლანდები  +73%, გერმანია +58%, იტალია +54%, საფრანგეთი +45%, ჩეხეთი +40%, ესპანეთი +35%,გაერთიანებული სამეფო +30% და სხვა. განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: ინდოეთი +166%, კორეის რესპუბლიკა +126%, ჩინეთი +95%, ბელარუსი +47%, არაბთა გაერთიანებული საემირეობი +40% და სხვა.

 ქვეყანა2017: აგვისტო2018:აგვისტოცვლილებაცვლილება %
1რუსეთი196,173227,11430,94115.8%
2აზერბაიჯანი176,858200,45423,59613.3%
3სომხეთი194,537183,500-11,037-5.7%
4თურქეთი116,476144,91728,44124.4%
5საქართველო (არარეზიდენტი)47,92151,3263,4057.1%
6ირანი47,05335,571-11,482-24.4%
7უკრაინა23,16724,5601,3936.0%
8ისრაელი15,75021,4475,69736.2%
9საუდის არაბეთი17,90816,406-1,502-8.4%
10ბელარუსი8,91813,1514,23347.5%
11ყაზახეთი9,25410,4981,24413.4%
12პოლონეთი7,96010,1092,14927.0%
13გერმანია6,2709,8833,61357.6%
14ინდოეთი2,7777,3834,606165.9%
15აშშ5,4656,10764211.7%