საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავლები იზრდება. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წინასწარი მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-თებერვალში საქართველომ საერთაშორისო მოგზაურობიდან 334 მილიონ დოლარი (+4.8%) მიიღო, რაც15 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
2018 წელს შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში შეადგენს 3.2 მილიარდ დოლარს (+19.1%), რაც 518 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
ტურიზმის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 2018 წლის მონაცემებით შეადგენს 7.6%-ს. ზრდა წინა წელთან შედარებით +21.5%-ია.