2019 წლის იანვარ-მარტში საქართველოში ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 882,130 შეადგინა, რაც 42,590-ით მეტია 2018 წლის იანვარ-მარტის მაჩვენებელზე (ზრდა +5.1%).

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილის თქმით, 2019  წლის 3 თვეში საქართველოში 1,617,548 საერთაშორისო  მოგზაურთა  ვიზიტი შედგა, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +2.2%-ია.

პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნებიდან, საიდანაც საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტების ზრდის კუთხით გამოირჩეოდნენ: ლატვია +84.5%, სლოვაკეთი +81.8%, პოლონეთი +79.1%, ჩეხეთი +66.8%, ლიეტუვა +43.3%, გერმანია +30.8% და სხვა. განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: ისრაელი +114.6%, ჩინეთი +59.3%, საუდის არაბეთი  +52.8%და სხვა.

ქვრივიშლის თქმით, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა  ვიზიტების სტრუქტურა. იზრდება შედარებით მაღალმხარჯველიანი სეგმენტის წილი: ევროკავშირის ქვეყნები, საჰაერო გზით განხორციელებული ვიზიტები და საერთაშორისო ტურისტული ვიზიტები.

2019 წელს განსაკუთრებული ზრდა ფიქსირდება საჰაერო გზით განხორციელებულ ვიზიტებში  23,8%, წილი კი 26,6%-ს შეადგენს, 2018 წელს კი საჰაერო ვიზიტების წილი 21,7%-ს შეადგენდა.